"ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის" კვლევის
თანახმად, გამოკითხულთა
32% იმ
ამომრჩევლებიდან, რომლებიც
არჩევნებზე წასვლას
გეგმავენ, ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები
იყოს, ხმას
„ქართულ
ოცნებას“
მისცემდა, ხოლო 26% -
"ნაციონალურ მოძრაობას“.
კვლევის
თანახმად, გამოკითხულთა
10%-მა პასუხზე
უარი განაცხადა, 7% -
"პატრიოტთა ალიანსს"
მისცემდა ხმას,
6%-მა არ იცის,
6%-ხმას მისცემდა
მოძრაობას "სახელმწიფო
ხალხისათვის, 2% - არც
ერთ პარტიას,
ხოლო სხვა პარტიებს
გამოკითხულთა 11 % მისცემდა
ხმას.
რაც შეეხება
უშუალოდ შეკითხვას,
ხვალ, რომ
საპარლამენტო არჩევნები
ტარდებოდეს, მიიღებდით
თუ არა
მონაწილეობას, დადებითი
პასუხი რესპონდენტთა 67
%-მა გასცა. 33
%-ს შეადგენს,
ვინც სავარაუდოდ არ
აპირებს არჩევნებზე
წასვლას. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8
ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ
ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის
კვლევებს შვედეთის
საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო
(Sida) აფინანსებს და
”CRRC – საქართველო”
ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი
+/-2.1%-ია.