ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში არსებული კინოთეატრი წელსაც არ მუშაობს. პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აპარატურა დაზიანებულია და მიმდინარე საკურორტო სეზონზე კინოჩვენებები არ იგეგმება. მათი განცხადებით კინოთეატრთან დაკავშირებით მომავალი წლისთვის გარკვეული გეგმები არსებობს. შენობა ამ ეტაპზე საკონცერტო დარბაზის ფუნქციას ასრულებს.