ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI)-ის
კვლევის შედეგების
თანახმად, გამოკითხულთა
უმრავლესობა მიიჩნევს,
რომ 2012 წლის
ოქტომბრის შემდეგ ის
და მისი ოჯახი
იგივე
მდგომარეობაშია.
კითხვაზე - „ყველაფრის
გათვალისწინებით, 2012 წლის
ოქტომბერის შემდეგ თქვენ
და თქვენი ოჯახი
შედარებით ხართ“ -
უკეთესად - აცხადებს
გამოკითხულთა 17%, 51% -
იგივე მდგომარეობაშია, 32% -
უარესადაა და 1%
კი პასუხობს,
რომ არ
იცის.
კვლევის
საველე სამუშაოები 8
ივნისი-6 ივლისის
პერიოდში ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით, 4 113
პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. NDI-ის
კვლევებს აფინანსებს შვედეთის
საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო
(Sida) და ატარებს
CRRC–საქართველო.