„ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის“ კვლევის
თანახმად, გამოკითხულთა
უმრავლესობა თავს
დაუსაქმებლად
მიიჩნევს.
ანგარიშის მიხედვით,
დასაქმებულად თავს
გამოკითხულთა 36%
მიიჩნევს, ხოლო
63% დაუსაქმებლად.
„ეროვნულ დემოკრატიულმა
ინსტიტუტმა“ კვლევის
საველე სამუშაოები 8
ივნისიდან - 6 ივლისის
პერიოდში ჩაატარა.
საქართველოს მასშტაბით,
შემთხვევითი შერჩევის
საფუძველზე 4,113 რესპონდენტი
გამოიკითხა.