NDI-ს
კვლევის შედეგების
მიხედვით, გამოკითხულთა
უმეტესობისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი ეროვნული
საკითხები კვლავ სამუშაო
ადგილები და
სიღარიბეა.
შეკითხვაზე, რომელია
ყველაზე მნიშვნელოვანი
ეროვნული საკითხები,
„სამუშაო ადგილებსა“
და „სიღარიბეს“
პირველ მეორე ადგილები
უჭირავს.
ხუთეულში მოხვდა: ტერიტორიული
მთლიანობა, ფასების
ზრდა/ინფლაცია და
პენსიები.
ჩამონათვალში
ასევე მოხვდა
საკითხები: ხელმისაწვდომი
სამედიცინო მომსახურება,
განათლება,
ხელფასები, რუსეთთან
ურთიერთობა, სამართლიანობის
აღდგენა და
ა,შ,
„ეროვნულ დემოკრატიულმა
ინსტიტუტმა“ კვლევის
საველე სამუშაოები 8
ივნისიდან - 6 ივლისის
პერიოდში ჩაატარა.
საქართველოს მასშტაბით,
შემთხვევითი შერჩევის
საფუძველზე 4,113 რესპონდენტი
გამოიკითხა.