საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, უვიზო მიმოსვლა და ორმაგი მოქალაქეობა - ეს დაპირებები დღეს, ბორჯომში მცხოვრებლებმა, პარტია "ჩვენი სამშობლო"-ს თავმჯდომარისგან მოისმინეს. ზვიად ჩიტიშვილმა ადგილობრივების შეკითხვებსაც უპასუხა. პარტიას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებია და მის შერჩევას ზვიად ჩიტიშვილი ადგილობრივებს სთხოვს. პარტია "ჩვენი სამშობლო"-ს თავმჯდომარე მოსახლეობას დღეს მთელი რეგიონის მასშტაბით შეხვდა.