1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული.