დღეს, 20 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა. დაზიანებულია ერთი - ტრაილერი და 2 მსუბუქი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსართხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.