გუშინ, ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე 16 სართულიანი კორპუსიდან კედლის ნაწილი ჩამოიშალა და NISSAN-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი დააზიანა. დაშავებას გადაურჩა იმ დროს მანქანაში მჯდომი 2 ადამიანი. მოსახლეობის თქმით, კორპუსი თავის დროზე უხარისხოდ აშენდა და წვიმის დროს კედლის ნაწილი ხშირად იშლება. ეზოში ბავშვები ხშირად თამაშობენ, ადგილობრივებს მათი დაშავების შიში აქვთ და დახმარებას ითხოვენ.