ახალ უბანსა და არდაგნის
დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა. გზის მოასფალტებასთან
ერთად ახალ უბანში მოეწყო სანიაღვრე არხებიც. არდაგანში მცხოვრები
მოსახლეობა დამატებით, სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვს, ახალ უბანში
მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ ასფალტის საფარის ქვეშ ცენტრალური
საკანალიზაციო სისტემა მოექცა.
|