151 განცხადება შევიდა მიმდინარე თვის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში. განმცხადებლები, სოციალურად დაუცველი ოჯახები საოპერაციო თანხებს და მედიკამენტებით დახმარებას ითხოვდნენ. საკრებულოს დეპუტატებმა თანხების გამოყოფას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სულ მიმდინარე თვეში ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისათვის 57 000 ლარი დაიხარჯება.