დაკავებული ნიკოლოზ მეტრეველის ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს უნებართვოდ მოხდა ჩხრეკა ნიკოლოზ მეტრეველის სიდედრის სახლში. იგი სახელმწიფოს მხრიდან ტერორზე საუბრობს და ამბობს, რომ მეტრეველი დანაშაულს არ აღიარებს. ამ დროისთვის "x ჯგუფის" ოფისში ჩხრეკა გრძელდება.
ნიკოლოზ მეტრეველი დღეს, 14 ივლისს ბორჯომში საკუთრ ოფისში დააკავეს. მეტრეველი ,,ბაკურიანის მიწების საქმეზეა“ დაკავებული. კომპანია ,,X ჯგუფმა“ იმ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა, რომელთა რეგისტრაციაც გამოძიებამ უკანონოდ ცნო. გარდა ამისა, ნიკოლოზ მეტრეველი, ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა.
საქმეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.