ფეკალური მასა, საშინელი სუნი და ანტისანიტარია - ეს ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლების ყოველდღიურობაა. ადგილობრივები დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას უკვე 10 წელია ითხოვენ. როგორც აცხადებენ, მათ ყალმომარაგების კომპანიასაც მიმართეს და მუნიციპალიტეტის გამგეობასაც, თუმცა უშედეგოდ. არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. მოსახლეობამ ამჯერად საკითხით დაინტერესება და თემის გაშუქება ტელეკომპანია „ბორჯომს“ სთხოვა.