ნიკოლოზ მეტრეველი დღეს, 14 ივლისს ბორჯომში საკუთრ ოფისში აიყვანეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კომპანიის ოფისსა და დაკავებულის საცხოვრებელ სახლს ამ დრომდე ჩხრეკენ. ამჟამად იგი ახალციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის მონახულებას მისი ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე აპირებს. მისი ინფორმაციით, ნიკოლოზ მეტრეველი ,,ბაკურიანის მიწების საქმეზეა“ დაკავებული. კომპანია ,,X ჯგუფმა“ იმ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა, რომელთა რეგისტრაციაც გამოძიებამ უკანონოდ ცნო. გარდა ამისა, ნიკოლოზ მეტრეველი, ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა.
საქმეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. უწყება აღნიშნულ საკითხზე, ამ ეტაპზე არ საუბრობს. აღკვეთის ღონისძიებაზე, ახალციხის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
წყარო: "მეცხრე არხი"