საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენის წარმომადგენლები პროცესს სამცხე–ჯავახეთში დაესწრნენ.
რეგისტრაციასთან ერთად ცხოველებს დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება, ასევე ხდება სისხლის ნიმუშების აღება ბრუცელოზის გამოსავლენად. ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონის მოსახლეობაში საინფორმაციო მასალებიც ვრცელედება. კამპანიის მიზანს ცხოველის მეპატრონეებისთვის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ 2 მილიონამდე მსხვილფეხა და 141 ათასამდე წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული, ხოლო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია, დაახლოებით, 994 000 სული ცხოველი.
საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული
წყარო: მეცხრე არხი