„წყლის გადასახადს არ გადავიხდით“ - ასე იმუქრებიან პროტესტის ნიშნად, ლიკანში, მესხეთის ქ #107-ში მცხოვრებლები. მოსახლეობის განცხადებით უკვე 30 წელია მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის. ამის გამო ადგილობრივებს წყლის შეძენა მაღაზიებში უწევთ. ისინი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.