ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი
სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით,
ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი
შვილები ცხოვრობდნენ, გარდაცვლილი ქალის მეუღლე კი რუსეთში სამუშაოდ
იმყოფება.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის
რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა
ჩაუტარდათ.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები
მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი
საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი
გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები
მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ
ვრცელდება.
შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში
კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ”რუსთავი 2”
ავრცელებს.