საცხოვრებლად საშიში საკირე

სოფელ საკირეში მეწყერის გააქტიურებას ადგილობრივები შიშით ხვდებიან. იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა.

ივნისში მოსულმა სტიქიამ საკირეში არსებული ცენტრალური სამანქანო გზაც დააზიანა. არსებობს საფრთხე, რომ სოფლების - საკირის, დგვარისა და ტაძრისის ქალაქთან დამაკვშირებელი გზა მთლიანად მოწყდეს. მოსახლეობა შველას ითხოვს.

ანა თავაძე, დეკემბერში შვილს ელოდება. ამბობს, რომ ახალშობილისთვის საცხოვრებელი პირობები აქ შესაფერისი არ არის. მან და მისმა მეუღლემ მეზობლის სახლს თავი 5 თვის წინ შეაფარეს.



"აქ დროებით ვართ. მეპატრონე რომ დაბრუნდება, ქუჩაში ღია ცის ქვეშ ვრჩებით" - ამბობს ჩვენთან საუბრისას სოფელ საკირეში მცხოვრები - ანა თავაძე.

ანა თავაძე მეუღლესთან და მის ოჯახთან ერთად, ამ სახლში ცხოვრობდა. შენობა მეწყერმა მთლიანად დააზიანა.



გურეშიძეების ოჯახის რძალი ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

"შუაზე იხლიჩება სახლი, გვეუბნებიან დღეს, ხვალ მოვაგვარებთ პრობლემასო და აღარ დაადგა საშველი. სამშენებლო მასალა ან ფულადი დახმარება მოგვცენ"- აცხადებს ანა თავაძე.

გურეშიძეების მსგავსად ეს პრობლემა აწუხებს მეზობლად მცხოვრებ ბლიაძეების ოჯახსაც. ისინი დახმარების მოლოდინში არიან.



ივნისში, მეწყერმა საცხოვრებელ სახლებთან ერთად ის ცენტრალური სამანქანო გზაც დააზიანა, რომელიც საკირის, ტაძრისის და დგვარის მოსახლეობას ქალაქთან აკავშირებს.





"მანქანა სულ იგრიხება, დაიბზარა და გატყდა ყველაფერი. ტკიცინ-ტკიცინი გაუდის მანქანას ამ გზაზე რომ გადმოდის. შეიძლება ხვალ, ზეგ ვეღარც გავიაროთ"- აცხადებს საკირის ავტობუსის მძღოლი - ნოდარ ფერაძე.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მეწყერსაშიში ადგილი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს, მათი დასკვნით გზის დაზიანების მიზეზი გრუნტი წყლებია და სოფლის ეს ტერიტორია სასწრაფო შველას საჭიროებს. პრობლემის მოგვარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას უმოკლეს ვადებში ჰპირდება, თუმცა ზუსტი თარიღი და სარეაბილიტაციო ხარჯები მათთვისაც უცნობია.



"შევეცდებით ის დაზარალებული ოჯახი ალტერნატიული ფართით დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება გზას, სანამ პროექტი მზად არ იქნება, იქამდე ვერაფერს გავაკეთებთ" - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - ვახტანგ ოჩხიკიძემ.  



 


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.