ბორჯომში გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით ქმედითი ნაბიჯები რამდენიმე თვის წინ გადაიდგა. აკრძალვის მიუხედავად კვების პროდუქტების შეძენა გარემოვაჭრეებისგან ქალაქის ცენტრში დღემდე შესაძლებელია. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ტემპერატურის მატების გამო მოსახლეობას მალფუჭებადი პროდუქტის ქუჩაში შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს.