ნაგავსაყრელი ყოფილი სასტუმრო "თბილისის" ეზოში, უსიამოვნო სუნი და ანტისანიტარია - ეს თავისუფლების აღმართზე მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძიურებული ტერიტორია საპირფარეშოს ფუნქციასაც ითავსებს, რაც ზაფხულის პერიოდში მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.