2 დღის წინ, 29 ივნისს,ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში სავარაუდოდ კონფლიქტის ნიადაგზე ცოლმა ქმარი მხარის არეში ცივი იარაღით დაჭრა. 54 წლამდე ასაკის მამაკაცი ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 19-108 მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.