ახალციხეში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ორივე სესიაზე 480 აპლიკანტი დაფიქსირდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, გამოცდის პირველ დღეს 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. აბიტურიენტებს წინა წლებისგან განსხვავებით წერითი დავალების გარდა, გამოცდის გარკვეული საკითხების ჩაბარება ელექტრონული ვერსიითაც მოუხდათ. ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია განთავსებული. სკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები. საგამოცდო ტესტების მინიმალური ბარიერი 21 ქულაა, ხოლო მაქსიმალური – 80.