დღეიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზრდებათ, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის - ბავშვებს. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა - დავით სერგეენკომ გააკეთა. სულ ცვლილებები შეეხება 35 000- მდე ბენეფიციარს. მინისტრის ინფორმაციით, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის. როგორც სერგეენკომ აღნიშნა 1 სექტემბირდან მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით გაეზრდებათ.