ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა უკვე 20 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა წელს 10%-ით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების დალაშქვრასთან ერთად, პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, საგანმანათლებლო და კულტურულ ტურებს, ზამთარში კი თოვლის ფეხსაცმელების ტურებს სთავაზობს. ამ დროისთვის პარკში 12 სალაშქრო ბილიკია, უახლოეს პერიოდში იგეგმება 1 ახალი ბილიკის დამატებაც. კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს ეროვნული პარკი ველური ბუნების მოყვარულებს, ნახეთ სიუჟეტში.