2 ივლისს, ვ.ივერიელის სახელობის კლინიკის „ენმედიცის“ ექიმ-სპეციალისტების მიერ პროფილაქტიკური გამოკვლევები ბორჯომში, ყოფილი კურორტის პოლიკლინიკის შენობაში 12:00 საათიდან დაიწყება.
ადგილობრივებს კონსულტაციებს სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი. გასინჯვებისას ხორციელდება ასევე კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
კლინიკა "ენმედიცი" მოსახლეობის პროფილაქტიკურ გამოკვლევევბს უკვე 4 წელია საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახორციელებს.
საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.