ხვალიდან, 1 ივლისიდან - 1 სექტემბრამდე ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას 1 საათით გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ასევე სოფელ ცემსა და ტიმოთესუბნის ავტობუსები დამატებით შაბათ დღესაც იმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზაფხულის საკურორტო სეზონის დაწყებასა და დამსვენებლების მატების გამო მიიღო. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეებში ახალციხის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.