სოფელ სადგერში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების ზარალმა შესაძლოა 22 000 ლარამდე მიაღწიოს. აუდიტმა სოფლის რწმუნებულებთან ერთად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა შეამოწმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა სავარაუდოდ 10 დღეში გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს მოსახლეობა კომპენსაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩა და სოფელ სადგერი მნიშვნელოვნად დააზარალა. სადგერში განადგურდა სახნავ-სათესი მიწები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.