ჯარში გაწვევა სავალდებულო აღარ იქნება - აღნიშნულ ბრძანებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა. მინისტრის განცხადებით, მისი ერთ-ერთი დაპირება, სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება იყო. ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განმარტა რომ თავდაცვის მომდევნო მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ბრძანება გააუქმონ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს.