ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში უსინათლო სპორტსმენებს შორის შაშსა და ჭადრაკში ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მიიღეს. პირველი ადგილი დაიკავა და გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანის გუნდი. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.