საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ "დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში პრეზენტაცია გამართა.პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები. პროექტის მიზნების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.