სამხედრო სამსახური სავალდებულა აღარ იქნება - აღნიშნულ ბრძანებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა.
„ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ბრძანება გააუქმონ.