კოსტავას მოედანზე ერთი თვის წინ დაზიანებული ფეხით სავალი ნაწილის აღდგენას ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას უახლოეს მომავალში ჰპირდება. გამგეობაში განაცხადეს, რომ ფეხით სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებს ი.მ "ვასილ მჭედლიძე" 10 დღის ვადაში შეასრულებს. აღნიშნულ ადგილზე წარმოქმნილი ორმო ადგილობრივებს საფრთხეს დღემდე უქმნის.