ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ნინა კლიმნიკი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას ითხოვს. პედაგოგი, რომელიც წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდა, აცხადებს რომ მის სახლშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. მასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს მეზობლად მცხოვრები ქუმარიტაშვილების ოჯახიც. მათი განცხადებით საცხოვრებელი სახლის სახურავი განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოსულმა სტიქიამ დააზიანა.