ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა საკრებულოს სხდომაზე, ამავე საკრებულოს წევრისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი გააპროტესტა. ერთ-ერთ კლინიკაში დეპუტატის სამედიცინო მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან 517 ლარი გამოიყო. გიუაშვილი ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.