შემთხვევა ბორჯომში, კერძოდ სოფელ ზანავში ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს Jeep-ის და Honda-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი ადგილობრივია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, ამას ექსპერტიზა დაადგენს, შესაბამისად გამოვლინდება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლიც და მოხდება მისი დაჯარიმება.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრება.