ბორჯომში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე სოფელი შეემატოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს სტატუსის მინიჭების მიზნით სოფლებში ინფორმაციების შეგროვებას და აღწერას გააგრძელებს. ამ ეტაპზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების ნუსხას სავარაუდოდ ბორჯომის კიდევ 4 სოფელი შეემატება.