დღეს გამართული საკრებულოს სხდომის ბოლოს დეპუტატმა ივანე შალუტაშვილმა განცხადება გააკეთა და საკრებულოს დეპუტატის გიორგი გიუაშვილის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა გიორგი გიუაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვარდზე ფოტოები განათავსა სათაურით: „ტროტუარის დაგება ჯერ არ დასრულებულა და უკვე იყრება“. ფოტოში ჩანს ქალაქის ცენტრში ახლადდაგებულ ფეხით სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ივანე შალუტაშვილმა ვიდეო ჩვენება მიუძღვნა. ვიდეოში, რომელიც სხდომაზე აჩვენეს ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი ჩანს. ვიდეოს ჩვენებას დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.