ბორჯომში, სოფელ კორტანეთში დაახლოებით 1 კმ-იანი სამანქანო გზის მოასფალტება დასრულდა და პროექტი ჩაბარებულია. ზუსტად 1 თვის წინ, შესრულებული სამუშაოების ხარისხი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა - აკაკი მაჭუტაძემ დაიწუნა და მშენებელ კომპანიას ხარვეზის გამოსწორება მოსთხოვა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზის ხარისხი ამჟამად საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას აკმაყოფილებს.