2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვალიფიციურმა სუბიექტებმა თავიანთი წარმომადგენლები უკვე დანიშნეს საარჩევნო ადმინისტრაციებში. ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობას 13 წევრით აგრძელებს, აქედან 6 მათგანი მუდმივმოქმედი კომისიის წევრია. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს უფლებამოსილების ვადა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ ეწურებათ.