ბორჯომში, ყოფილ სანატორიუმ "ბახტრიონის" კორპუსში მცხოვრებლებმა მათ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის გაყიდვა გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ მეპატრონე აღნიშნულ ადგილზე ხეების მოჭრას და მშენებლობის დაწყებას აპირებს და თავის დროზეც ეს ტერიტორია უკანონოდ იყიდა. მეპატრონე - გია ტალახაძე განმარტავს, რომ ტერიტორია ფიზიკური პირებისგან იყიდა, სამომავლოდ კოტეჯის აშენებას გეგმავს და ხეების მოჭრას არ აპირებს. მოსახლეობის ბრალდებებს ტალახაძე აბსურდულს უწოდებს და ამბობს რომ მის მიერ შეძენილ ტერიტორიაზე ადგილობრივები ავტოფარეხების განთავსებას გეგმავდნენ. მოსახლეობას დღეს ბორჯომის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეხვდნენ და აღნიშნულ საკითხში გარკვევას შეეცადნენ.