სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. ზარალის სრულად დათვლის შემდეგ დაიწყებს მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩა და სოფელი სადგერი მნიშვნელოვნად დააზარალა. სოფელში განადგურდა მოსავალი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.