გუშინ ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მას შემდეგ მიმდინარეობდა, რაც ქალაქში ძლიერი წვიმა დაიწყო და ქუჩები დაიტბორა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ჰედეფ ჯორჯიას წარმომადგენლებმა მუშაობა გააგრძელეს და ადგილობრივების მიერ გადაღებულ ვიდეოშიც მოხვდნენ, რომელიც გუშინვე სოციალური ქსელით გავრცელდა. დღეს ამ ფაქტს ბორჯომის გამგებელი გამოეხმაურა.