მდინარეში დაკარგული მამაკაცი, მაშველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 15 ივნისს, დვირი–ჭობისხევის მონაკვეთზე, კარიერთან ახლოს იპოვეს.
58 წლის ზიკილიელი მამაკაცი, მტკვარში 15 მაისს გადავარდა.. მას შემდეგ, დაკარგულს სამაშველო სამსახური და თანასოფლელები, ყოველ დღე, სლესის ციხიდან ბორჯომამდე ეძებდნენ. მისი პოვნა კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ 58 წლის ზიკილიის მკვიდრს 15 მაისს, აწყურში ავტომობილი მოუცურდა და გზიდან გადავიდა. მანქანა მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. თავად მძღოლი კი მდინარეში გადავარდა. მისი მეუღლე სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი".