ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და უხვმა ნალექმა ბორჯომში დღეს რამდენიმე ქუჩა მნიშვნელოვნად დააზარალა. რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა გაიბიდნა, რის შედეგადაც დაგროვილმა წყალმა მოსახლეობის ეზოებამდე, სარდაფებამდე და იქვე არსებულ მაღაზიებამდე შეაღწია. დაიტბორა ცენტრალური გზა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. გზების წყლისგან გაწმენდას მაშველები და ადგილობრივები ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ. შესაბამისი სამსახურების მიერ რუსთაველის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობის აღდგენა მალევე მოხერხდა.