ბორჯომში დღეს საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სარდაფები დატბორა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი სადგერი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ამ წუთებში ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ. ვიდეო რეპორტაჟებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.