იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრების ჩატარება შეეძლებათ უკვე ცნობილია. ბორჯომში ასეთი ორი ადგილი და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში თითო შენობა-ნაგებობა გამოიყო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნუსხა ბორჯომის N36-ე საოლქო-საარჩევნო კომისიას 14 ივნისს გადასცა.