საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები-ამ თემებზე უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ჭობისხევში მცხოვრებ მოსახლეობას ესაუბრა. შეხვედრა პროექტის “VOTE SMART”-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს და ქვეყნის 5 რეგიონში ხორციელდება.