15 ივნისს, ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა მეორე ეროვნული კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება.
კონცერტს პირველ კონკურსში გამარჯვებული შემსრულებლები გახსნიან. კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია თამარ ლიჩელი.
გახსნის ცერემონია 17:00 საათზეა დაგეგმილი.