უკვე მე-2 დღეა სახანძრო-სამაშველო სამსახურები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით ჯარიმებს აწესებს; საქართველოში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო. „ქვათა სინათლე“, ასე ერქვა მხატვრული კითხვის საღამოს რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა აფხაზეთს მიუძღვნეს.