შემთხვევა ბორჯომში დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ახალი უბნისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, სავარაუდოდ ავტომანქანაში მძღოლთან ერთად ერთი მგზავრიც იმყოფებოდა, წყლიდან ორივე მამაკაცის ამოყვანა მალევე მოხდა, შემთხვევის ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის მტკვრიდან მანქანის ამოყვანა მიმდინარეობს.